დღე, რომელიც არასდროს დაავიწყდება თბილისს!..

თბილისი. 2015 წლის 13 ივნისი.

წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში.

სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი.

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

ამ დღეს ოჯახებმა დაკარგეს შვილები, დები, ძმები, მამები…

უსახლკაროდ დარჩნენ ადამიანები…

ეს იყო დღე, რომელიც არასდროს დაავიწყდება თბილისს!