საქართველოს პარლამენტის აპარატს ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ნიკოლოზ ნათენაძე დაინიშნა.

ნიკოლოზ ნათენაძე

სამართალმცოდნე, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, LL.M.

1995 – იურისტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

1993 – გერმანისტი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი, გერმანისტიკის ფაკულტეტი.

1996 – იურისტი, ფრიდრიხ-ალექსანდრეს ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი (გერმანია), სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1997 – საერთაშორისო სამართლის (ევროპის სამართალი) მაგისტრი (LL.M.), ფრიდრიხ-ალექსანდრეს ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი (გერმანია).
მისი ძირითადი კვალიფიკაცია:
1. ევროპის სამართალი;
2. საერთაშორისო კერძო სამართალი;
3. პრივატიზაცია;
4. კორპორატიული სამართალი;
5. გარემოსდაცვითი სამართალი;
6. საინვესტიციო სამართალი;
7. სამოქალაქო სამართალი.

ნიკოლოზ ნათენაძეს 1993-1999 წლებში გავლილი აქვს შემდეგი სპეციალური კურსები:

• საერთაშორისო კურსი „გერმანია 1993 – საზოგადოება, პოლიტიკა, ეკონომიკა“ – ერლანგენის უნივერსიტეტი (გერმანია) 1993
• დიპლომატიური კურსები – თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია (ანკარა/თუქეთი) 1997
• ადამიანის უფლებების სამართალი და პრაქტიკული პროგრამა – ბირმინგემის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) 1998
• ადამიანის უფლებების სამართალში, გენერალური და სპეციალიზირებული კურსები – ფლორენცია (იტალია) ევროპის სამართლის აკადემია 1999

პროფესიული გამოცდილება

2005-2013 – შპს „რომპეტროლ საქართველო“ იურისკონსულტი, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი.

2005-2006 – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი“, დირექტორის იურიდიული მრჩეველი, მონიტორინგის სამსახურის უფროსი

2004-2006 – შპს „ბათუმის საზღვაო სავაჭრო პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

2004 – საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი იურიდიული მრჩეველი, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი.

1999-2004 – Schulze & Natenadze – პარტნიორი, ადვოკატი, იურისკონსულტი, დირექტორი (გერმანია, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, საქართველო).

1997 – 1999 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს პირველი მდივანი.

1997 – საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაცია – GIOC – იურისტი.

ნიკოლოზ ნათენაძე 1999 – 2015 წლებში იყო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის იურიდიული ექსპერტი

1999-2001 TACIS იურიდიული ექსპერტი
2001-2002 მსოფლიო ბანკის იურიდული ექსპერტი
2000-2002 ქუვეითის ფონდის იურიდული ექსპერტი
2007 მილენიუმ ჯორჯია (აშშ) იურისკონსულტი
2014-2015 KFW (გერმანია) იურიდიული ექსპერტი

ნიკოლოზ ნათენაძე არის შემდეგი ნაშრომების ავტორი:
• „მონტესკიეს ხელისუფლების დანაწილების თეორია“;
• „საქართველო – საზღვაო სახელმწიო“;
• „თურქეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება 1980 – 1990 წლებში“;
• „ევროკავშირის გაფართოების პრობლემატიკა. წევრობის ასპექტები”;
• „ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პოლიტიკა. სამართლებრივი საფუძვლები და პოლიტიკური პერსპექტივები”.
სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

კომენტარის დატოვება