„უსუფაშვილის განცხადება ახალი დაძაბულობის, დაპირისპირების სცენარისკენ მოწოდებაა“

  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას პროგნოზირებს.

როგორც უსუფაშვილმა კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილი გადადგეს, ქართველ ხალხს მიმართოს, გადადგეს და მოსახლოებას მისცეს შანსი, პრეზიდენტი კიდევ ხუთი წლით, 2022 წლამდე ვადით აირჩიოს.

უსუფაშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი არაკონსტიტუციურს უწოდებს და ამბობს, რომ ის უფრო ახალი დაპირისპირების სცენარისკენ მოწოდებაა.

„ამაში ვერაფერს კონსტიტუციურს ვერ ვხედავ. ახალი დაძაბულობის, ახალი დაპირისპირების სცენარისკენ მოწოდებაა“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

კომენტარის დატოვება