“შესაძლოა, ჩვენს გარშემო კოვიდინფექციას ატარებდნენ და არაფერი იცოდნენ”

“ჩვენ   უკვე გვიწევს „კორონავირუსთან“ ერთად თანაცხოვრება. ზაფხულში ვირუსი არ დასუსტდება, თუმცა, მოიმატებს ჩვენი მდგრადობა მის მიმართ.  გამომუშავდება კიდევაც ის ფენა საზოგადოებაში რომელიც იმუნიტეტს შეიძენს,“ – აცხადებს  ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი  „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

კახა იშხნელის ინფორმაციით,  ამ ვირუსის ძირითადი საფრთხე სწორედ ის არის, რომ რიგ შემთხვევებში სიმპტომი არ ახასიათებს, იდენტურია გრიპის ვირუსის და ადამიანები ვერც იგებენ,  “კოვიდ 19”-ით თუ არიან დაინფიცირებულნი.

“ამის გარჩევას სჭირდება სწორედ  იმ ახალი მეთოდით კვლევები, რასაც ვატარებთ. არის კოვიდინფექციის უამრავი  მონათესავე ვირუსი, რომლებიც ძალიან სწრაფად, მსუბუქად და უპრობლემოდ  გადააქვთ ადამიანებს.  შესაძლოა, ჩვენს გარშემოც იყვნენ ვირუსის მატარებლები, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან ისინი უსიმპტომოდ მიმდინარეობენ ორგანიზმში. “- აცხადებს იშხნელი. მისივე განმარტებით, ზამთარში კორონავირუსთან ერთად  გრიპისმაგვარი ვირუსებიც იქნება თუმცა, ამას უფრო კარგად მომზადებულები დავხვდებით.

“ვისწავლით ბევრ რამეს. ვიცხოვრებთ ისე, როგორც ვცხოვრობთ „“C ჰეპატითან” – ერთად, რადგანაც საქმე გვაქვს  „კორონავირუსითან“ და ეს არის რესპირატორული ვირუსი.”-ამბობს ბოჭორიშვილის კლინიკური დირექტორი.