გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

1 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრი, 1986 წელს დაბადებული გიორგი ჭელიძე დააკავეს.

იხ.

https://www.gmtv.ge/46010-2/

დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი 1000 ლარიან გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა.

ნეოფაშისტური ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ერთობის ლიდერს გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.