ანტიკრიზისულმა გეგმამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და განვითარება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ  ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების პროცესში საკანონმდებლო ორგანოც იყო ჩართული.

მისი თქმით, ამ გეგმამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და განვითარება:

“პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში და იღებს მონაწილეობას და მონაწილეობდა ამ გეგმის შემუშავების პროცესში. ჩვენი მთავარი ამოცანაა “ქართული ოცნების” გუნდმა შეიმუშაოს ისეთი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას, ბიზნესსექტორის მხარდაჭერას და მთლიანობაში ამ გეგმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და განვითარება” – განაცხადა  ოხანაშვილმა.