“უსუფაშვილს იურისპრუდენციის მამად მოაქვს თავი, სააკაშვილი პოლიტიკურად აქტუალური არ არის”

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინა თავის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ასე პირდაპირ სხვა ქვეყანას არ გადასცემს.

ასე უპასუხა მან „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც ახლა სააკაშვილის ადგილსამყოფელი ყველასთვის არის ცნობილი და ხელისუფლებამ ძებნილი პირის ექსტრადირებისთვის ზომები უნდა მიიღოს.

„ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში არის გადასაწყვეტი. პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი აქტუალური არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მასთან დაკავშირებით გადამეტებული აჟიოტაჟია შექმნილი. როდესაც იურისტი დავით უსუფაშვილი, იურისპრუდენციის მამად რომ მოაქვს თავი, ამბობს, რომ უკრაინამ უნდა გადმოგვცეს მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ხელისუფლებამ ზომები უნდა მიიღოს, მან არ იცის, რომ საკუთარ მოქალაქეს უკრაინა ასე პირდაპირ არ გადმოგვცემს? ეს წესია ყველა ქვეყანაში“- განაცხადა მათიკაშვილმა.