პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში მესამე კანდიდატი ერთვება

გაერთიანებული პროფესიული კავშირის  თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც 14-15 სექტემბერს არის დაგეგმილი, დღემდე მხოლოდ ორი კანდიდატი-დავით ოქიტაშვილი და ირაკლი პეტრიაშვილი მონაწილეობდნენ. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ არჩევნებში ენერგეტიკის პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი ერთვება და ბრძოლას იწყებს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ამავე დარგის დელეგატებმა ზენაიშვილი კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ამირან ზენაიშვილი აცხადებს, რომ მან არჩევნებში მონაწლეობა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა იმისთვის, რომ პროფკავშირებში არსებული გარემო შეცვალოს.