“მე-6 წელი ძალიან მაგარი იქნებაო, ბრძანა მან…და სად არის ეს მე-6 წელი?”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ნანა ხურითი

მსახიობი

-ჩვენი საქმე ისე მიდის,  მგონი სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება განვითარებას ხელს უშლის …მალე ამასაც დაგვიმტკიცებენ!

,,გირჩი”როგორ უნდა აპარპაშო? სრულ აბსურდში ვცხოვრობთ!

რას ვიფიქრებდი 2012 წელს,როცა ხალხს ვხდებოდი,როცა ვეუბნებოდით,პირდებოდნენ რომ მე-6 წელი კიდევ უფრო კარგი და წარმატებული იქნებოდა ხალხისთვის, დღეს მე ამას ვიტყოდი! რას ვიფიქრებდი, რომ მე და ჩემი თანამებრძოლები დღეს ვიტყოდით-ჩემი ოცნება თვალსა და ხელს შუა გაქრა! რას ვიფიქრებდი, რომ რაიონებში ჩასულს ხალხი წყენანარევ საყვედურს გვეტყოდა!

ოცნება!თუ ხარ კიდევ,იქნებ დაბოლდეთ და ,,გაგეხსნათ გონება”,როგორც დაამკვიდრეს ეს ფრაზა,საით მიდიხართ???

პ.ს.დეკრიმინალიზაციის მომხრე მაშინაც ვიყავით, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ?

ხელისუფლებავ! მე-6 წელი ძალიან მაგარი იქნებაო,ბრძანა მან…კარგად მახსოვს! და სად არის ეს მე-6 წელი? ახლა კიდევ 10-12 წელი დაემატა?

ცუდია, ხალხი დაივიწყეთ, საერთოდ არ გინდათ ვინმეს აზრი მოისმინოთ!

აი, ასე, მეგობრებო,  არავინ არაფერს გვეკითხება და ერთმანეთს მაინც ვკითხოთ, ერთმანეთი მოვიკითხოთ- აბა,როგორ ხართ?