მმართველი გუნდი ეჭვქვეშ აყენებს მარგველაშვილის მიერ კანდიდატის ობიექტურად შერჩევის პროცესს

„ქართული ოცნების“ წევრები გიორგი მარგველაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან და აკრიტიკებენ.

მმართველი გუნდი უკვე ეჭვქვეშ აყენებს გიორგი მარგველაშვილის მიერ კანდიდატის ობიექტურად შერჩევის პროცესს.

„რამდენად შეძლებს პრეზიდენტი ამ სიტუაციაში სწორი ნაბიჯების გადადგმას, როდესაც ერთადერთი აქვს თავის განცხადებაში, რომ ის არის სწორი გადაწყვეტილებების გზაზე დამდგარი და ხელისუფლება ყველაფრის მიჩქმალვას აპირებს… ასეთი წინაპირობით, როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რამდენად სამართლიანი იქნება მისი ხედვები?“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.