(ვიდეო) ისრაელის მედიის ინფორმაციით, რამლასა და ლოდში არაბთა ჯგუფები ქალაქებს არბევენ და მანქანებს წვავენ

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ებრაულ-არაბულ ქალაქებში  რამლასა და ლოდში არაბთა ჯგუფები სინაგოგებს, მაღაზიებს არბევენ და მანქანებს წვავენ.

როგორც Channel 12 იუწყება, ლოდში სამ სინაგოგასა და რამდენიმე მაღაზიას წაუკიდეს ცეცხლი და ათობით ავტომობილი დაწვეს.  „ახალგაზრდა არაბთა ბანდები ქუჩა-ქუჩა დადიან, წვავენ მაღაზიებს, ამსხვრევენ ფანჯრებს. ებრაულ ოჯახებს გარეთ გასვლის ეშინიათ. მათი მანქანები კი გარეთ იწვის“, – აცხადებს ლოდის მცხოვრები.