ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ისრაელზე თავდასხმით უგუნური გადაწყვეტილება მიიღეს და სასტიკად დაზარალდნენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის განცხადებით, ისრაელი ჯერ კიდევ ბევრ სამიზნეს ამუშავებს, რომლებსაც შეიძლება ღაზას სექტორში დაარტყას.

მისი თქმით, ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ისრაელზე თავდასხმით უგუნური გადაწყვეტილება მიიღეს.

”ტერორისტული ორგანიზაციები სასტიკად დაზარალდნენ და კვლავ დარტყმის ქვეშ იქნებიან, რადგან მათ უგუნური გადაწყვეტილება მიიღეს ისრაელზე შეტევის სახით”, – აღნიშნა განცმა.

ამასთან ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ავივ კოჰავი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო დანაყოფებმა ბოლო დღენახევრის განმავლობაში იერიში 500-მდე სამიზნეზე მიიტანეს, მოკლეს ათობით ტერორისტი, რაც, მისი თქმით, ამ ანკლავში პალესტინური ტერორისტული ჯგუფებისთვის მტკივნეულია.