ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჰამასს“ და „ისლამურ ჯიჰადს“  სისხლში აქვთ თავი, ისინი მძიმე საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტულ დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან. ამის შესხებ მან სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„ისრაელის არმიამ ასობით ტერორისტულ ობიექტზე იერიში მიიტანა. ათობით ტერორისტი გავანადგურეთ, მათ შორის უფროსი მეთაურები. ჩვენ დავბომბეთ შტაბები, გავანადგურეთ დაჯგუფებების შენობები და კოშკები.

ჩვენ  დავასრულეთ უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელებთან კონსულტაციები, შევაფასეთ ვითარება და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ჩვენ მთელი ძალით ვაგრძელებთ შეტევას. „ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ გადაიხადეს და მომავალშიც გადაიხდიან ძალიან მძიმე საფასურს აგრესიისთვის – მათი სისხლში აქვთ თავი.

ჩვენ ყველანი  ერთიანად ვდგავართ მტრის წინააღმდეგ. ყველანი ვღელავთ გარდაცვლილებზე, ყველანი ვლოცულობთ დაჭრილებისთვის.

ყველას, გამონაკლისის გარეშე, გთხოვთ, დაცულ ადგილზე იყო და შეაფაროთ თავი“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.