(ვიდეო) პალესტინამ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა – „რკინის გუმბათები” უწყვეტად მუშაობს

მოძრაობა „ჰამასმა“ თელ ავივის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, თელ აივივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვეს.

i24 Englishi- ის ცნობით, დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის ხუთი წლის ბავშვია. ერთ-ერთი რაკეტა ჰოლონში ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოვარდა, შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

Reuters-ის ცნობით, 13 სართულია შენობა თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც იქიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.