ანგელა მერკელი: მზად ვარ, AstraZeneca-თი ავიცრა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მზად არის კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრას, თუმცა საკუთარ რიგს დაელოდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

„მე ავიცრებოდი AstraZeneca-ს ვაქცინით, მაგრამ უნდა დაველოდო, როდის დადგება ჩემი რიგი“, – განაცხადა მერკელმა.

მანამდე AstraZeneca-ს ვაქცინით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აიცრა.