რუსთავში არასრულწლოვანმა გოგომ თავისივე თანატოლი გოგო დაჭრა

რუსთავში არასრულწლოვანმა გოგომ თავისივე თანატოლი გოგო დაჭრა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით დაჭრის ფაქტი XX მიკრორაიონში დაფიქსირდა.

თანატოლებს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა რაც ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა.

17 წლის გოგოს ჭრილობები თანატოლმა მუცლის არეში მიაყენა. დაშავებული “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით  პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი პირველადი დახმარება და ის, ბინაზე უკვე გაწერეს.