სელინ დიონმა „ტიტანიკის“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით My Heart Will Go On იმღერა

სელინ დიონმა ფილმის „ტიტანიკის“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცნობილი ჰიტი My Heart Will Go On იმღერა.

დიონის გამოსვლა შედგა Billboard Music Awards პრემიების გადაცემის დროს. სიმღერისას ეკრანზე ფილმიდან ნაწყვეტებს უჩვენებდნენ.

ჯეიმს კემერონის „ტიტანიკი“ 1997 წელს გამოვიდა ეკრანებზე და ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილას „ავატარია“