“ვფიქრობ, არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ამ საქმის სრულად დახურვა”

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი ეხმიანება. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესების სრულად დახურვა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს საზოგადოებაში.

„მიგვაჩნია, რომ იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ ცალკეული სხდომები შესაძლოა დაიხუროს და არა მთლიანი საქმის განხილვა. ასეთი დახურვა, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს იწვევს საზოგადოებაში და ვფიქრობ, არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ამ საქმის სრულად დახურვა, მათ შორის, არც გამოძიების და მართლმსაჯულების”-აღნიშნა ომბუდსმენმა.