5 ათას ლარიანი გირაო და შენარჩუნებული პრეზიდენტობა

საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა მის გათავისუფლებას 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც შუამდგომლობაში წერია, გეგა გეგეშიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხება, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ის ისევ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.

გეგეშიძე გირაოს თანხის დაფარვის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.