“მთავარია, რომ მოსახლეობა გახარებული და კმაყოფილია…”

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე არ კარგავს ამომრჩეველთან კონტაქტს და ცდილობს ყველა ის დაპირება შეასრულოს, რაც წინასაარჩევნო შეხვედრების დროს გასცა. ყველაზე მთავარი დაპირება-ამომრჩეველთან მჭიდრო კონტაქტი რომ შესრულებულია, ამას მის სამაჟორიტარო ოლქში გავლისას ადვილად მიხვდებით, რადგან მას ყველა თაობის ადამიანი იცნობს, ენდობა და უხარია შეხვედრა.
მოსახლეობა ამბობს, რომ მაჟორიტარი ხშირად ხვდება მათ, ერთად იხილავებ რაიონის პრიორიტეტებს, ერთად უხარიათ კარგი საქმე და ერთად სწყინთ…
ამჯერად, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად საბურთლოზე, ჭილაძის ქუჩა N166-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების, ახლად გაკეთებული სკვერი დაათვალიერა.
 სამუშაოების ფარგლებში, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საჩრდილობელი, ფიტნეს ზონა და გარე განათების სისტემა.
სკვერში 80-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო. ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა სკვერისთვის შესაბამისი სხვა ინფრასტრუქტურა.
„სასიხარულოა რომ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში დღეიდან, კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი გვექნება. რაც მთავარია, მოსახლეობა გახარებული და კმაყოფილია. მე და რაიონის გამგებელი აღნიშნული სკვერის მოწყობის პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართული და მაცხოვრებლებს ხშირად ვხვდებოდით, ვისმენდით მათ აზრს, იმის შესახებ თუ სად რისი დადგმა სურდათ. სწორედ მათი სურვილების შესაბამისად მოეწყო ეს ყველაფერი. დიდი მადლობა მოსახლეობას ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე საბურთალოს რაიონის გამგეობას ამ სამუშაოების ჩატარებისთვის“-ამბობს დავით უთმელიძე.