პუტინი ერდოღანს ეწვევა, ძალიან ინტენსიური მეჩვენება, თქვენ?

ამირან სალუქვაძე

გენერალი

პუტინი ორშაბათს ერდოღანს თურქეში ეწვევა. იერუსალიმის და სირიის თემებს რომ განიხილავენ ფაქტია, თუმცა ვიზიტი მანამდე, სოჭის სამიტამდე იყო დაანონსებული

რეგიონში დიპლომატიურ აქტივობების შესახებ 29 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ( https://m.facebook.com/story.php… ) ვისაუბრე, თუმცა შეგახსენებთ:

ერდოღანის რამდენიმე ვიზიტი რუსეთში, საუდ. არაბეთის მეფის, ასადის და სხვა ლიდერების ვიზიტები რუსეთში, პუტინის ვიზიტები ირანსა და თურქეთში შემოდგომით, სოჭის სამიტამდე ერთი კვირით ადრე ერდოღანის ჩასვლა სოჭში, ირან-თურქეთ-რუსეთის სამხედრო მაღალჩინისნების რამდენიმე შეხვედრა სოჭში და სხვა ქალაქებში, ლავროვის ვიზიტები ბაქოსა და ერვანში სოჭის სამიტამდე ერთი დღით ადრე, რფ-ირან-თურქეთის სოჭის სამიტი და ახლა პუტინის ვიზიტი ისევ თურქეთში.

იმისათვის არ ჩამოვთვალე, რომ გავაზვიადო, უბრალოდ, ძალიან ინტენსიური მეჩვენება, თქვენ?

სირია-იერუსალიმის გარდა, რა თქმა უნდა განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
დაანონსებული იყო ატომური სადგურის გახსნა. განიხილავენ რეგიონალური თანქმშრომლობის საკითხებს.
გავიხსენოთ მათი წინა შეხვედრა სოჭში, სამიტის წინ, როცა გაჟღერდა, რომ მოლაპარაკებათა შედეგები გასაჯაროებას არ ექვემდებარება.

დიდი ალბათობით ანკარაში ამ გასაიდუმლოებულ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებენ.
აშშ-თურქეთის პრობლემებს ქურთული საკითხის და გიულენის გარდა, დაემატა იერუსალიმის პრობლემა.
პუტინი შეეცდება ამ ფონზე უფრო მეტად გადმოქაჩოს თურქეთი თავისკენ. სანამდე გადმოქაჩავს ვნახოთ.