პალესტინის „ჯანდაცვის სამინისტროს“ წარმომადგენელის განცხადებით, ისრაელის დარტყმების შედეგად, ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, 203 ადამიანი კი დაიჭრა

პალესტინის „ჯანდაცვის სამინისტროს“ წარმომადგენელის განცხადებით, ისრაელის დარტყმების შედეგად, ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, 203 ადამიანი კი დაიჭრა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის განცხადებით  ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ისრაელზე თავდასხმით უგუნური გადაწყვეტილება მიიღეს.

”ტერორისტული ორგანიზაციები სასტიკად დაზარალდნენ და კვლავ დარტყმის ქვეშ იქნებიან, რადგან მათ უგუნური გადაწყვეტილება მიიღეს ისრაელზე შეტევის სახით”, – აღნიშნა განცმა.