61 330 განადგურებული ოკუპანტი – უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 61 330 (+330) ოკუპანტია განადგურებული.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24 თებერვლიდან 6 ოქტომბრამდე ასეთიატანკები – 2 449 (+14), ჯავშანტექნიკა – 5 064 (+26), საარტილერიო სისტემები – 1424 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 344 (+3).   

 საჰაერო თავდაცვის სისტემები – 177 (+0), თვითმფრინავი – 266 (+0), ვერტმფრენები – 232 (+0), ოპერატიულტაქტიკური დონის დრონები – 1047 (+15), ფრთოსანი რაკეტები – 246 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).                       

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 854 (+13), სპეციალური ტექნიკა – 134 (+2).

გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის, ავდეევსკის და კრივოი როგის მიმართულებით განიცადეს.