დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კიევში ჩავიდა

რაც უკრაინაში ხდება, ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ დღეს მე კიევში. ამიტომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდში დგომას. მე მჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს” წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.