ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8192 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8000 ლარს შეადგენდა შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0192 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი კი 2.7972 ლარია მაშინ, როცა კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7793 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0179 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.