ოკუპანტების ტყვეობიდან უკრაინამ 10 სამხედრო გაათავისუფლა

ოკუპანტების ტყვეობიდან 10 სამხედრო გაათავისუფლეს. 1 ოფიცერი, ასევე, 9 რიგითი და სერჟანტი. – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკმა აღნიშნა, რომ გადმოეცათ უკრაინის მხარეს მებრძოლი ამერიკელი მოხალისის, აშშ-ის არმიის ვეტერანის ჯოშუა ალან ჯონსის ცხედარიც.

ცნობისთვის, უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 17 ოქტომბერს 108 ქალი გაათავისუფლა – მათ შორის 37 აზოვსტალის მცველი იყო, 11 ოფიცერი, 85 რიგითი და სერჟანტი.

გაცვლა მოხდა 11 ოქტომბერსაც – უკრაინამ 32 სამხედრო დაიბრუნა.