წიწილას მერე ძეგლი-ტრამპი მტრედებს ტვიტებით კვებავს

Newsweek-ის ინფორმაციით ნიუ-იორკში, მანჰეტენზე დადგეს დონალდ ტრამპის სტატუა. ის ზის და მტრედებს ტვიტებით კვებავს.

სკულპტურა, რომლის ავტორია ალექს გარდეგა, თიხისაა. ავტორის თქმით ძეგლი აპოლიტიკურია და არც მხარდაჭერას და არც პრეზიდენტის საწინააღმდეგოს გამოხატავს რამეს.

-მე აღფრთოვანებული ვარ მისი ტვიტების ძალით, ეს თითქმის ხელოვნებაა, რომელიც ხალხს ჭკუიდან შლის“-ამბობს ძეგლის ავტორი.

უფრო ადრე კი თეთრ სახლთან დააყენეს გიგანტური გასაბერი წიწილა, რომელსაც ტრამპის ვარცხნილობა აქვს.

KTSA-ის ინფორმაციით მისი დადგმის იდეა რეჟისორს ტარან სინგხუ ბრას ეკუთვნის. გასაბერი წიწილა 9 მეტრისაა.

-წიწილა და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გავაკრიტიკოთ ტრამპი, როგორც რბილი და არაეფექტური პრეზიდენტი“-განაცხადა მედიასთან რეჟისორმა.