წმინდა წერილის სიტყვები მახსენდება – „არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე ვინმემ სიცოცხლე გაწიროს მეგობრებისთვის“ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდნეტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს რუსი ჯარისკაცები გმირულად იქცევიან.

მან სახარებიდან გაიხსენა ციტატა და თქვა, რომ ეს სიტყვები ძალიან  მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ამ რელიგიის მიმდევარია.

„წმინდა წერილის სიტყვები მახსენდება – „არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე ვინმემ სიცოცხლე გაწიროს მეგობრებისთვის“. ვხედავთ რა გმირულად იქცევიან ჩვენი ბიჭები ამ ოპერაციის დროს. სიტყვები, რომელიც მე წმინდა წერილიდან მოვიყვანე, სახარებიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ამ რელიგიის მიმდევარია“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ის აუცილებლად განახორციელებს ყველა იმ გეგმას, რაც დასახული ავქს.

„ყირიმი იმ დამამცირებელი სიტუაციიდან უნდა გამოგვეყვანა, რომელშიც ის სხვა ქვეყნის შემადგენლობის დროს იყო. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში და რის ხარჯზე. აუცილებლად განვახორციელებთ ყველა იმ გეგმას, რაც დასახული გვაქვს“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.