თეთრი სახლი ცილისწამებაზე სასჯელის გამკაცრებას არ გამორიცხავს

თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა რაინს პრიბუსმა  ABC News-ის ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებაზე სასჯელის გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს.

მისივე თქმით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ინფორმაციის გაშუქების დროს უნდა იყვნენ უფრო მეტად ობიექტურები და პასუხისმგებლობით აღჭურვილნი.

ამ ინტერვიუს წინ უძღვოდა დონალდ ტრამპის გამოსვლა პენსილვანიაში, სადაც მან თეთრი სახლის კორესპოდენტების ასოციაციას დასცინა.