ახალი რეგულაციებით განისაზღვრა ქორწილის, ნათლობის, დაბადების დღისა და ქელეხის გადახდის წესი

15 ივნისიდან პირბადის ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება. ფიზიკურ პირს 20 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, იურიდიულ პირს კი 500 ლარის ოდენობით. მოქალაქეებს​ პირბადეების გაკეთება მოუწევთ როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსებში. მოქალაქესთან ერთად დაჯარიმდება ობიექტის მფლობელიც.

ახალი რეგულაციებით განისაზღვრა ქორწილის, ნათლობის, დაბადების დღისა და ქელეხის გადახდის წესი – მსგავს თავყრილობებზე არ უნდა იყოს 10 პირზე მეტი. რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 ათასი, იურიდიული კი 10 ათასით დაჯარიმდება.