გარდაცვლილს სუნთქვის უკმარისობა და გულის პრობლემები ჰქონდა

საქართველოში კორონავირუსით მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ის 66 წლის კაცია და ე.წ. „ეროვნული ბანკის“ კლასტერიდანაა. კაცი ბანკის საცავში მუშაობდა. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორთვენახევრის განმავლობაში მკურნალობდა.

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ეს პაციენტი მათ კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან შეიყვანეს. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის პრობლემები ჰქონდა.