უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს რუსი მაიორი, რომელიც 2008 წელს საქართველოს ბომბავდა – უკრაინული მედია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საჰაერო ძალების საავიაციო ქვედანაყოფის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინცი მოკლეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვოლინცის ხელმძღვანელობით ოკუპანტებმა თითქმის მთელი უკრაინა დაბომბეს.

ინფორმაციას ადასტურებს პრიმორსკო-ახტარსკის ოლქის ხელმძღვანელი, მაქსიმ ბონდარენკო. მისი თქმით, ადრე რუსი მფრინავი მონაწილეობდა საქართველოს დაბომბვაში 2008 წელს, ასევე სირიაში, სადაც კრემლის რეჟიმი მხარს უჭერდა დიქტატორ ბაშარ ასადს.