უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ბახვა ჩიქობავა დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა. იგი სენაკის მკვიდრია. ჩიქობავა წლები სამეგრელო-ზემო სვანეთის გდდ-ს სამხარეოს სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო და 2013 წლიდან უკრაინაში იმყოფებოდა.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.