ეუთოს წარმომადგენლები საქართველოს მედიაგარემოს შეაფასებენ

ლიტველი ექსპერტი დაინიუს რადზევიჩიუსი, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველთანაიდარ ბოტაგაროვთან ერთად, 1-2 მაისს საქართველოს ეუთოს მანდატით სტუმრობს. ვიზიტის მიზანი საქართველოშიარსებული მედია გარემოს შეფასებაა.  

 ეუთოს წარმომადგენლები  ვიზიტის  მასპინძელს,  საქართველოს  პარლამენტის  თავმჯდომარის  პირველ  მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს  და  უმრავლესობის  დეპუტატებს,  ასევე  საპარლამენტო  ოპოზიციის  წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრს,სახალხო დამცველს, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და  მედიასაშუალებების  ხელმძღვანელებს  შეხვდებიან.

 საქართველოში ვიზიტის შედეგად მედია ექსპერტი და ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელი დაინიუს რადზევიჩიუსი  სპეციალურ  ანგარიშს  მოამზადებს  და  ადგილობრივი  საჭიროებიდან  გამომდინარე რეკომენდაციებსწარადგენს.

მედია გარემოს შემსწავლელი მისიის ორგანიზების თხოვნით პრემიერ მინისტრმა  გიორგი  კვირიკაშვილმა  მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისს მარტის დასაწყისში მიმართა. მედიაომბუდსმენთან დაკავშირებით ხელისუფლების  ამ ინიციატივის მიზანია მედიის სფეროში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,პლურალისტული მედიაგარემოს განვითარება და  საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყველაკითხვის ნიშნის მოხსნა.