დღეს პროექტი „წიგნი ყველა სოფელს“ სტარტს აიღებს

„წიგნი ყველა სოფელს“ – პროექტის ახალი ეტაპი 1 მაისს იწყება

1 მაისს, 10:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტარტს აიღებს

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო პროექტი „წიგნი ყველა სოფელს“.

პროექტი „წიგნი ყველა სოფელს“ მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს
ახალგაზრდებს შეუქმნას თანაბარი პირობები შემოქმედებითი, კულტურული და
საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. პროექტის ფარგლებში წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, შეგროვილი წიგნები კი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლების სასკოლო და ცენტრალურ ბიბლიოთეკებს.