“მინდა ვისურვო-გაისად ამ დროს აფხაზეთში გვესაუბროს“

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობისდიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანა ხომასურიძემ პარტიის წევრებთან ერთად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და განაცხადა, რომ „იმედი არასდროს უნდა დაიკარგოს აფხაზეთში დაბრუნების“.

-მძიმე დღეა! მაგრამ იმედიანიც, რადგან ჩვენ გვახსოვს და ყოველთვის იმედით დაველოდებით იმ დღეს, როცა საქართველო გამთლიანდება და აფხაზეთი ისევ დაუბრუნდება დიდ ოჯახს.

ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც კანდიდატებად დევნილთა უმრავლესობა ჰყავს, 10 კანდიდატი სოხუმელია, ომის მონაწილე. ჩვენს წევრს, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატეს  ნანი მამარდაშვილს მეუღლე და მაზლი ომში დაეღუპა. წარმოიდგინეთ, მათი გვარების ნახვაც კი ახარებს და ამაყია.

ჩვენ დევნილთა წარმომადგენლები სწორედ იმიტომ დავასახელეთ კანდიდატებად, რომ მათზე უკეთ არავინ იცის რა აწუხებთ დევნილებს, გვინდა სწორედ მათ, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჭრან ეს პრობლემები.

ძალიან განვიცადე, როცა იქ, იმ მემორიალთან მდგარი ვეტერანი ვნახეთ. უჭირს, პრობლემები აქვს, ჩვენ დავპირდით უფსო იურიდიულ დახმარებას და საკითხებში დაკვალიანებას.

ჩვენ ვართ დამიანები, რომლებსაც ვერავინ წამოაძახებს, მხოლოდ 27 აგვისტოს ახსოვთო დევნილები და ვეტერანები, ჩვენ მათ რეგულარულად ვემსახურებით. მე ვიცი ჩემი უბნს ყველა დევნილის პრობლემა, ბევრი გამიკეთებია აქამდეც და კიდევ უფრო მეტს შევძლებ თუ მექნება ამის ბერკეტი და არჩევნებში გავიმარჯვებ.

მინდა ყველას გისურვოთ-გაისად ამ დროს აფხაზეთში გვესაუბროს“.