სამშობლოდან გამოძევებულთა ემოციები ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერის ობიექტივში

23 წლის წინ, ამ დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა.

გთავაზობთ კადრებს, რომლებიც ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერის ობიექტივში მოხვდა და ისტორიას შემორჩა. ისინი საკმაოდ მძიმე სანახავია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ეს საკუთარი თვალით იხილა და გადაიტანა, ვისაც ყველაფერი ისევ ისე ცხადად ახსოვს და იმედით ელოდება უკან დაბრუნებას.

ფოტოების აღწერა ეკუთვნის თავად ფოტოგრაფს, მაიკ გოლდვოტერის. ის არის 6 სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი. ასევე იღებს ფილმებს. მისი ფოტონამუშევრები ქვეყნდება ისეთ გამომცემლობებში, როგორიცაა TIME, The Guardian, The Telegraph, The Independent და სხვა.

 

დილა. აფხაზეთიდან გამოქცეული დევნილები ზუგდიდის ხიდთან. ისინი გასცქერიან სეპარატისტების ტანკებს.
მეორე დღე სოხუმის დაცემიდან. ახალი ფრონტის ხაზი ოჩამჩირეა, ქართველები ქალაქის დასატოვებლად ემზადებიან
უღელტეხილზე ერთდღიანი ფეხით სიარულის შემდეგ მიგრანტთა ნაწილი ვერტმფრენში ადის.
სოხუმიდან, ოჩამჩირედან და გალიდან გამოქცეულმა ათასობით ქართველმა ჭუბერის უღელტეხილი გამოიარა. მათი ნაწილი ვერტმფრენის მოლოდინში გენწვიშში გაჩერდა, რომელიც მათ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანდა, თუმცა უმრავლესობამ გზა მთებში ფეხით განაგრძო.
რომ არ გაიყინონ, ბებია და შვილიშვილები მიტოვებულ მანქანაში იძინებენ. მეორე დღეს მათ მთებში ფეხით უნდა განაგრძონ გზა.
დევნილები ჭუბერის უღელტეხილზე. მათ ზურგით მოაქვთ ის ქონება, რაც დარჩათ.
დამდნარმა თოვლმა და მძიმე სატვირთოს კვალმა გზაზე ტალახის მდინარეები დააყენა. ეს სატვირთო უიმედოდაა გაჭედილი.
რკინიგზის სადგურზე დედა ხვდება თავის შვილს, რომელიც სოხუმში ომის დროს დაღუპული ეგონა.
სოხუმის დაცემის მეორე დღე. ქართველები სასოწარკვეთილები ტოვებენ ოჩამჩირეს პირუტყვისთვის განკუთვნილი სატვირთო ბოლო მატარებლით
მგზავრები ოჩამჩირეს მატარებელში, რომელიც ქალაქს ტოვებს
ზვიად გამსახურდიას ერთგული ჯარისკაცი ოჩამჩირეში შემდეგ ბრძანებას ელოდება. პატარა გოგო მას უკან უბრუნებს ყუმბარას, რომელიც ცოტა ხნის წინ მისგან სათამაშოდ მიიღო.
ოჯახი ოჩამჩირედან ცდილობს ჩააქროს ხანძარი, მას შემდეგ, რაც მათი სახლი აფხაზი სეპარატისტების სარაკეტო თავდასხმის სამიზნე აღმოჩნდა.
აფხაზეთის სეპარატისტული ძალებისგან თავის დასაცავად ახალგაზდა ქართული ოჯახი ზუგდიდის ხიდზე
საქართველოს მთავრობის ჯარისკაცები უკან იხევენ. მათგან მრავალი მოხალისეა.
ექსპრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სამხედრო ფორმაში. მან ოჩამჩირეში ჯარი მოინახულა.
გზის საავტომობილო ხაზები მანქანებს აქვთ გადაკეტილი. ათიათასობით ქართველი სეპარატისტებისგან თავის დასაღწევად ოჩამჩირეს ტოვებს და გალისკენ მიიწევს.
სოხუმის დაცემის მეორე დღე. ხალხი სატვირთო მანქანებში ადის და ოჩამჩირეს ტოვებს.
ქართველი მიგრანტები ზუგდიდის ხიდზე.
გამთენიისას მოხუცი ქალი ზუგდიდის ხიდზე ხელცარიელი ბრუნდება. ის აფხაზ სეპარატისტებთან იყო, რომ გაეგო, რა დაემართათ მის ნათესავებს.
დევნილები ტალახში ჩავარდნილ ცხენს ამოსვლაში ეხმარებიან.
დევნილები ტოვებენ ქალის გვამს და ცხენთან ერთად განაგრძობენ გზას.

 

ცივი განთიადი. უღელტეხილის გადალახვის შემდეგ დევნილები ტყეში დაბანაკდნენ. ისინი სვანეთის სოფელ ჭუბერისკენ მიემართებიან, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს.
მთავრობის ჯარისკაცი სამედიცინო დახმარებას ელოდება. მას ახლახან ესროლეს ჭუბერისკენ მიმავალ გზაზე ბანდიტებმა, რადგან მათ იარაღის გადაცემაზე უარით უპასუხა.
პრეზიდენტი შევარდნაძე მოსკოვში, საქართველოს საელჩოში. ის ფრანგულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუსთვის ემზადება.