“სამარცხვინოა! რუსეთს „ებრძვიან“, ფულს კი მისგან იღებენ და კლიპებსაც რუსულიდან „შუშავენ“…

სოსო მანჯავიძე

რა დაგავიწყებდათ დავით ქაცარავას ეპოპეას.
კაცი რუსეთთან ყოველგვარ კავშირის გაწყვეტას ქადაგებდა.
დარიალთან დადგა და რუსულნომრიან მანქანებს არ გავატარებო, იძახდა.
ტურისტებს შეურაცხყოფას აყენებდა,,ვისი გორისა ხართო”-,პოლიციას ამუნათებდა.

აი ეს უკომპრომისო მეომარი ირმა ინაშვილის მიერ.მხილებულ იქნა რუსული “ალფა ბანკისგან” ფულის აღებაში.
ყველაზე საინტერესოა,რომ ეს თვითონვე აღიარა და განაცხადა,რომ ფული ტურისტული და კულტურული პროგრამისთვის აიღო.

რაღაც მსგავსი, მხოლოდ გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით, ხდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ქართულ პროგრამასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ქართული ანბანის პრომო კლიპი გადმოღებულია ანალოგიური რუსული კლიპიდან.
კლიპი დახუნძლულია ანტირუსული გზავნილებით,რაც სიტუაციას ანეგდოტურს და სამარცხვინოს ხდის პლაგიატის ფონზე.

ასეთ,რბილად რომ ვთქვათ,უცნაურ სიტუაციებთან გვაქვს საქმე.

ქაცარავა რუსულ ტურიზმს ებრძვის და რუსებისგან ფულს იღებს რუსული ტურიზმის გასავითარებლად.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი კი,რომელსაც ქალბატონი დეა მეტრეველი ხელმძღვანელობს,ქართული ანბანის პრომო კლიპს რუსულიდან შუშავს და თან რუსეთის საწინააღმდეგო მესიჯებით ავსებს..

ეს სიმღერა იმავე ოპერიდანაა,რუსეთს რომ “ებრძოდნენ” და მთელი ენერგეტიკა მის კომპანიებს ჩააბარეს
აღნიშნული უცნაურობა სულაც არაა გასაკვირი,ვინაიდან კულტურის სამინისტრო მთლიანად ნაციონალური მოძრაობის ფორპოსტია დღესაც..

თუ ვინ და როგორ წარადგენს საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ,ცალკე დავწერ.
ახლა კი ეს ორი კლიპი იხილეთ და დატკბით.პირველი ქართული კლიპია,რაც მთავარია,კლუბი ბასიანი არ დაავიწყდათ
https://www.youtube.com/watch?v=bCWDIbzW8gw
ესეც რუსული
https://www.youtube.com/watch?v=KIyaZirHLOA

ქვემოთ ქაცარავას გმირობანია მოყვანილი.
https://www.youtube.com/watch?v=0NJ5LY6KYKs