“ეს არის დიდი ომისთვის სერიოზული მზადება!..”

რუსეთის წვრთნებს დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაესწრება. წვრთნებს აფასებს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე პეტრ პაველი და ამბობს, რომ რუსეთმა აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და არ დაიცვა ის წესები, რომლის დაცვაც და შესრულებაც სამხედრო წვრთნების დროს აუცილებელია.

-რასაც ვხედავთ, ეს არის დიდი ომისთვის სერიოზული მზადება, წვრთნების დროს შესაძლო არასასიამოვნო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ალიანსმა რუსეთთან სამხედრო არხებით კომუნიკაცია გაააქტიურა. რუსეთმა აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და არ დაიცვა ის წესები, რომლის დაცვაც და შესრულებაც სამხედრო წვრთნების დროს აუცილებელია.

რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წვრთნებში 12 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნების ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილე სამხედროთა რიცხვი 100 000-ს აღწევს.

მოვახდინეთ ძალების კონცენტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გვყავს სამხედროები შავ ზღვაზე და ნებისმიერი ინციდენტისთვის მზად ვართ“ – აცხადებს  პაველი.