ადვოკატებსაც  ექიმისეული ,,ნეიტრალური მისია”,  მიზანი და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როდესაც იმ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომელთაც ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ – ალექსანდრე კობაიძე

ადვოკატებსაც  ექიმისეული ,,ნეიტრალური მისია”,  მიზანი და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ,- ამის შესახებ უფლებადამცველი და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს.

მისივე თქმით, როდესაც ადვოკატსა თუ ექიმს იმ ადამიანთან აქვს საქმე, რომელსაც  დახმარება ესაჭიროება მიზანი და  დამოკიდებულება უნდა იყოს „ნეიტრალური” – აღმოუჩინოს დახმარება.

„ადვოკატებსაც ასეთივე ექიმისეული ,,-ნეიტრალური მისია”,  მიზანი და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როდესაც იმ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომელთაც ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ.

ჩვენი სამუშაო ჰგავს ექიმის მუშაობას პაციენტთან. როდესაც თქვენ მოტეხილი ფეხით შედიხართ გამოკვლევაზე, ექიმი არ იწყებს იმის განსჯას, თუ როგორ მოიტეხეთ ფეხი, მას არ აინტერესებს ფეხი დანაშაულის შედეგად დაიზიანეთ, თუ იმიტომ, რომ. პირობითად, ძაღლს ურტყამდით, კიბიდან ჩამოვარდით, თუ მანქანამ დაგარტყათ. მას მხოლოდ თქვენი ფეხის განკურნება აინტერესებს,” – აღნიშნავს ალექსანდრე კობაიძე.