“ვარაუდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, კიდევ უფრო გამყარდა!”

    საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარე ზაზა  თავაძს არჩევას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა პოზიციასა და ოპოზიციაში, ჩვენ არაერთი ლიდერის კომენტარი მოვისმინეთ, კომენტარები გაკეთდა მთავრობის მხრიდანაც.

   როგორ აფასებენ „ახალი მემარჯვენეები“ თავაძის კანდიდატურას? ამ კითხვით  „მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს მანანა ნაჭყებიას დავუკავშირდით.

    -„იმ ფონზე, როცა 2016 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებას პრაქტიკულად გარანტირებული აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლოს, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს დამოუკიდებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ეს შტო დამოუკიდებელი არ არის. თავმჯდომარის პოსტზე ზაზა თავაძის არჩევამ ეს საფუძვლიანი ვარაუდი არათუ დაადასტურა, არამედ კიდევ უფრო გაამყარა. ხელისუფლება აცხადებს, რომ მას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სურს. ვეთანხმები, ცვლილებები საჭიროა, მაგრამ პირველ რიგში საჭიროა ისეთი ცვლილებები, რომელიც ყველა დონის სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მეეჭვება, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული ცვლილებები ამას გულისხმობდეს, თუმცა დაველოდოთ, ამას უახლოესი ერთი წელი გვიჩვენებს“-გვითხრა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარის დატოვება