„ვინც მოღალატეს დამიძახებს, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს” – ვიქტორ ჯაფარიძე ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმაზე

„ხალხის ძალის” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, რომლესაც როგორც ჩანს, დეპუტატის ქცევის კოდექსი წაკითხული არ აქვს, პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, საკადრის პასუხს მიიღებს ყველა, ვინც მოღალატეს დაუძახებს.

„ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა, თუ რამე პრეტენზია აქვს მიმართოს სასამართლოს. არ არის მისაღები, როდესაც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. ტარიელ ნაკაიძემ მომაყენა შეურაცხყოფა, როდესაც მოღალატე დამიძახა.

ბოდიში თვითონ მოიხადოს თავისი სიტყვებისთვის და პირი გამოირეცხოს ყველამ, როდესაც მოღალატეზე საუბრობენ. მისაღებია, როდესაც ასეთი ეპითეტებით ამკობენ ადამიანებს?”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ნახეთ ასევე: დაპირისპირება პარლამენტში | ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა