“ბრძოლა გრძელდება, პარლამენტში შევსლას არავინ ვაპირებთ“

პროტესტის გაგრძელებაზე უარის თქმა და პარლამენტში შესვლა იქნება ფაქტობრივი კაპიტულაცია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამას გააკეთებს, და მას შეუძლია, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანდეს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ეს იქნება ფაქტობრივი კაპიტულაცია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამას გააკეთებს, და მას შეუძლია, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანდეს. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან განმარტა თავისი განცხადება. მგონია, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. ბრძოლა გრძელდება, პარლამენტში შევსლას არავინ ვაპირებთ“, – აცხადებს ხაბეიშვილი.