ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი იპოვეს

ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვი იპოვეს. პოლიციამ მოზარდი სახლში უკვე მიიყვანა.

მოზარდი თავს კარგად გრძნობს.

არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან მოშორებით, სამძებრო სამუშაოებისას იპოვეს.

შეგახსენებთ, 9 წლის მოზარდი გუშინ დაიკარგა. ბიჭს 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ.