კახა კალაძე – კლინიკაში ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე, დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი

თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რატომ არ ჩანს ბოლო დროს აქტიურად.

როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფება.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ”, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.