გამარჯობა ტიფლის! – ესპანეთის ნაკრები თბილისშია [ვიდეო]

​ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის შეხვედრაში 28 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს „დინამო  არენაზე“ შეხვდება.

შეხვედრა  თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. მას 15 ათასი მაყურებელი დაესწრება.

„ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდი გრანადიდან 5 საათიანი მგზავრობის შემდეგ თბილისშია და სასტუმროში დაბინავდა. გამარჯობა ტიფლის!“ – ვკითხულობთ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე.