საგადასახადო მონიტორინგმა უაქციზო სიგარეტის დიდი პარტია გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში, 1132 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო 2 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.