პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტთან აქციით შეხვდნენ

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობების, “შეცვალეს” , “სირცხვილიას” და გაბედეს” წევრებმა სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა გააპროტესტეს. ისინი უმრავლესობის წევრების ფოტოებით მივიდნენ აქციაზე და ფრანგულ კინო-ფილმ “სათამაშოდან” მუსიკა გააჟღერეს. როგორც  მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, პრეზიდენტი  პარლამენტში ივანიშვილს ჩააბარა ანგარიში  და არა  საზოგადოებას.