არასამთავრობოების მიმართვა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს

არასამთათავრობო ორგანიზაციები, ,შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის-ჯუფი” , , მეომრები დემოკრტიისა და სამართლიანობისათვის” ,, საქართველოს – ერთობა ” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

-მოვითხოვთ!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრ დაზვერვის დეპარტამენტმა, აღძრას სისხლის სამართლის საქმე:

1 შეიარაღებული ძალების შესუსტების მიზნით შეფარული გზებით პროფესიონალი კადრების სამსახურიდან დათხოვნის ( პირადი მოტივებით თუ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ) .

2. შემდგომში არმიიდან დათხოვნილი პროფესიონალი სამხედრო კადრების უცხოქვეყანაში ტრაფიკული სქემით გაყვანის და საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმის. ( სქემის ორგანიზატორები და შუამავალი პირების, დამუშავებული სქემის და მფარველების) წინააღმდეგ.

3. სამხედრო ავიაციის უმოტივაციო დაკონსერვების შემდგომში გასხვისების მიზნით.

4.საბრძოლო მზადყოფნის დონის გაუარესების.

5.საბრძოლო სულისკვეთების მოსპობის.

6.საქართველოს მოქალაქის ტყვედ ჩავარდნის, მკვლელობის და მის ირგვლივ პოლიტიკური პარტიების კერძოდ (ნაცმოძრაობის და ევროპული საქართველოს) მხრიდან პოლიტიკური სპეკულირების და ორგანიზებულად სახელმწიფო ინსტიტუციაზე საინფორმაციო შეტევის.

7. დეზინფორმაციის გავრცელების.

8. ფინანსური მახინაციების მოწყობის.

9. დესტაბიპიზაციის შესაქმნელად საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების და მასის ეგზალტირების მოტივით.

10. ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის შესუსტების.