იცვლება ტელევიზორით სარგებლობის უფლება

სასჯელაღსრულების რეფორმა გრძელდება

პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, იცვლება ტელევიზორით სარგებლობის უფლება

გათავისუფლებისათვის მომზადების, დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უფლება მიეცემათ, წინასწარი ნებართვის გარეშე, დაწესებულების მაღაზიაში შეიძინონ პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი.